შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,კომფორტი XXI”–ის საქმიანობის ძირითადი პროფილს წარმოადგენს საინჟინრო სისტემების მონტაჟი, როგორც კერძო ასევე სახელმწიფო დაწესებულებებში, სასტუმროებში და სამრეწველო დანიშნულების მქონე ობიექტებზე. ჩვენ ასევე ვასრულებთ შენობების სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
კომპანია დაარსდა 2003 წლის 27 იანვარს. დაარსებიდან განხორციელებული აქვს მრავალი უნიკალური ობიექტზე საინჟინრო სისტემების მონტაჟი, როგორებიცაა: ქ.თბილისში”შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მშენებლობა, სსიპ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია, ქ.გურჯაანში სპორტული კომპლექსი, საბაჟო გამშვები პუნქტები სარფში, ქ.ბორჯომში, ბორჯომი–ლიკანის სასტუმრო RIXOS.
შპს ,,კომფორტი–XXI”–ი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის პერსონალებით, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ საინჟინრო–სამშენებლო მიმართულებით. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 60–ზე მეტი თანამშრომელი.
Copyright 2020 © ყველა უფლება დაცულია
დამზადებულია Utoweb -ში